საქართველოს მთავრობის #354 დადგენილების შესაბამისობის დეკლარაცია


2023 წლის ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის #354 დადგენილება ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. აღნიშნული რეგულაცია შემუშავდა მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის (SDAP) უშუალო ჩართულობით. შედეგად, ახალი მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია აღნიშნული დადგენილების მოთხოვნების შესაბამისობის დეკლარაციის შემუშავება, რომელიც გენერირდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის GEECB მეშვეობით.
GEECB პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა შენობის მონაცემების საფუძველზე განისაზღვროს მისი ენერგოეფექტურობის დონე, საქართველოს კლიმატური ზონების მიხედვით.
SDAP ცენტრი გთავაზობთ შესაბამისობის დეკლარაციის მომზადების სერვისს. დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: sdapcenter@gmail.com; kmelikidze@sdap.ge.

Leave a Reply