ჩვენ შესახებ

„მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრი“ 2008 წელს დაარსდა. ცენტრის დირექტორია აკადემიური დოქტორი კარინე მელიქიძე.

ცენტრი ახდენს კონსტრუქციების ენერგოეფექტურობის შეფასებას. დაარსებიდან დღემდე ჩართულია სხვადასხვა შენობის დიზაინისა და განახლების თითოეულ ეტაპში. მომხმარებელს სთავაზობს ფუნქციონალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, არსებული შენობების ადგილზე შეფასებას, ენერგოპასპორტების შექმნას, აგრეთვე ახალი შენობების დიზაინის ექსპერტიზას, ენერგოაუდიტის ჩატარებას. ცენტრი კლიენტებს ფუნქციურ და ტექნიკურ ტრენინგსა და მხარდაჭერას, რთული საკითხების გადაწყვეტას, აღჭურვილობისა და შენობის დიზაინის ალტერნატივებს შორის საუკეთესოს არჩევას სთავაზობს.

დაარსებიდან დღემდე ცენტრის მიერ რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტი წარმატებით განხორციელდა.