პროექტები

      მიმდინარე პროექტები:

      1. საქართველოს მთიან რეგიონებში განლაგებული საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის ასდემონსტრაციო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დაფინანსება - პროექტი ფინანსდება NEFCO- მიერ.

      2. საბაზისო სცენარის შემუშავება და გავლენის შეფასება კომერციული შენობებისთვის საქართველოში - პროექტი დაფინანსებულია GGF-ს მიერ.

      3. ენერგოეფექტური განახლებები საჯარო შენობებში და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება. პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის - პროექტი დაფინანსებულია NEFCO -ს მიერ.

      4. მხარდაჭერა ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგიის სფეროში, საქართველო“ - პროექტი დაფინანსებულია დანიის მთავრობის მიერ (DANIDA). „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრი“ ჩართულია როგორც ქვეკონტრაქტორი და პასუხისმგებელია სამი კომპონენტის განხორციელებაზე: ახალი ენერგოეფექტური სამშენებლო კოდექსი; მონიტორინგისა და ანგარიშგების მეთოდოლოგია; ეროვნული ელექტროენერგეტიკული სისტემის რეგულაციებისა და სტანდარტების შემშავება.

      განხორციელებული პროექტები:

      1. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით „თბილისის ურბანული განახლების და ენერგოეფექტურობის პროექტი (ფაზა 2)“.

      2. მსოფლიო ბანკის პროექტი „თბილისის ურბანული განვითარება. ენერგოეფექტურობა და ღონისძიებები საჯარო შენობებში“.

      3. "ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაგა–ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით". პროექტი ხორციელდება მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით SUDEP-ის ფარგლებში.

      4. „საჯარო შენობების კონსტრუქციული კვლევა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის და განახლებადი/ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება საქართველოში“ - სკანდინავიის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO) პროექტი. „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრი“ პროექტში ჩართულია როგორც ადგილობრივი პარტნიორი, NIRAS კონსორციუმის წევრი.

      5. ‘საკონსულტაციო მომსახურება GGF (Green for Growth) ფონდისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს თიბისი ბანკის მხარდაჭერას ენერგოეფექტური ფინანსირებისთვის. ფონდის დახმარებით თიბისი ბანკი გეგმავს მრავალსართულიანი სამშენებლო კომპლექსების „მწვანე სესხებით“ წახალისებას.

      6. დახმარება პირველი ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის (NEEAP) შემუშავებაში

      7. "დაბალემისიებიანი განვითარეების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამა" არის 5 წლიანაი პროექტი, რომელიც Winrok International/USAID -ის მიერ ხორციელდება. მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრი (SDAP) არის პროექტის თანაპარტნიორი და ჩართულია შენობებისთვის ენერგოეფექტურობის მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში.

      8. "ინტეგრირებული რესურსების მართვის შეფასება საქართველოს წყალშემკრებ აუზებში". პროექტი ხორციელდება USAID–ის მხარდაჭერით Global Water for Sustainability პროგრამის ფარგლებში და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით.

      9. Winrock International – Georgia-ს ხელმძღვანელობითა და USAIDის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი NATELI, SDAP ცენტრი, როგორც ქვეკონტრაქტორი, თავის თავზე იღებს ამ პროექტის ენერგო-მენეჯმენტის ნაწილსა და მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმის (SEAP) შემუშავებას შენობებისთვის.