სერვისები

      იმის გამო, რომ ვართ კონსტრუქციების ენერგიეფექტურობის შეფასების პროფესიონალები, ჩვენ ჩართულნი ვართ შენობის დიზაინის და/ან მის განახლების თითოეულ ეტაპში, ვთავაზობთ მომხმარებელს ფუნქციონალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. ჩვენი შესაძლებლობები მოიცავს დიზაინის შექმნისა და მისი განხორციელების ნებისმიერ ასპექტს, როგორიცაა არსებული შენობების ადგილზე შეფასება, ენერგოპასპორტების შექმნა, აგრეთვე ახალი შენობების დიზაინის ექსპერტიზა, ენერგოაუდიტის ჩატარება, იმისათვის, რომ მომხმარებელი უზრუნველყოს ყველაზე რენტაბელური გამოსავლით, რომელიც ეფუძნება სიღრმისეული ეკონომიკური შეფასების შედეგებს, კლიენტისთვის სასურველ ფუნქციურ დეტალებს და სისტემის დიზაინს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს კლიენტებთან და მათ ვთავაზობთ ფუნქციურ და ტექნიკურ ტრენინგსა და მხარდაჭერას და ვწყვეტთ რთულ საკითხებს, რომლებიც წამოიჭრება კერძო შემთხვევაში, როდესაც კლიენტი თავად ხდება ინიციატორი ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებისა. ჩვენ ასევე შეგვიძლია აღჭურვილობისა და შენობის დიზაინის ალტერნატივებს შორის საუკეთესოს არჩევა, იმისათვის, რომ კლიენტს დავეხმაროთ დაზოგოს ფული და ენერგია. ჩვენი ორგანიზაცია აგრეთვე ჩართულია ენერგეტიკული მენეჯმენტის პროგრამების განვითარებასა და ლოჯისტიკური და ტექნიკური მხარდაჭერის დანერგვის პროცესში.

      ენერგო-აუდიტსა და ენერგო-მენეჯმენტში ჩვენი დახმარების მიზანია, ხელი შევუწყოთ ორგანიზაციებს, შეამცირონ თავიანთი ენერგო-დანახარჯები და ამავდროულად წარმოგვიდგნენ, როგორც უფრო სუფთა გარემოს მხარდამჭერები.

      ჩვენ გთავაზობთ განახლებად ენერგიის წყაროებთან დაკავშირებული მომსახურების სრულ სპექტრს, როგორიცაა კვლევა-შეფასება და ეკონომიკური მომგებიანობის ანალიზი განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერით.