ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების’’ სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის (CoMDeP) ფარგლებში, დღეს, რუსთავის #6 საბავშვო ბაგა-ბაღის სრული ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია და მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორი კარინა მელიქიძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (№6 №40 №41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგისემისიების შემცირების მიზნით“ – კონტრაქტორები არიან მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი და ქალაქ რუსთავის მერია.
ეს პროექტი ორიენტირებულია განახორციელოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ CoMDeP მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის ფარგლებში. რუსთავის მუნიციპალიტეტის წვლილი შეადგენს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 20.06%. პროექტს ახორციელებს მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი.
პროექტი მიზნად ისახავს3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას (# 6, # 40, # 41) რუსთავში, თანამედროვე ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვას და მონტაჟი განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დამონტაჟებას. ეს დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას მიაღწიოს ენერგოეფექტურობას, გაზარდოს ენერგოუსაფრთხოება და მიიღოს ეკონომიკური ზრდა.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში №6 საბავშვო ბაღში გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის, ახალი ელექტროტექნიკური სისტემის, ენერგოეფექტური ფანჯრების დამონტაჟება მოხდება. მეორე ეტაპისთვის განხორციელდება შენობის გარე კონსტრუქციის დათბუნება. პირველი ეტაპის სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დასრულდება. რეკონსტრუქციის სამუშაოებს სააქციო საზოგადოება „საქფეთქმრეწვი“ ასრულებს.