მეორე ეტაპი ქ. რუსთავის #6 საბავშვო ბაღში

ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი, ქალაქ რუსთავის #6 საბავშვო ბაღში დაიწყო.
პროექტს მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრი ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ახორციელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება. მეორე ეტაპით გათვალისწინებულა მთლიანი შენობის თბოიზოლაცია. სამუშაოს შ.პ.ს. “გოლფსტრიმი” ახორციელებს.
პირველი ეტაპის სამუშაოები წარმატებით შესრულდა. შენობას აქვს უმაღლესი ხარისხის ახალი კარ-ფანჯარა, ცენტრალური გათბობა, სავენტილაციო სისტემა, ახალი ელ-გაყვანილობა, ენერგოეფექტური ნათურები.
მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუსაოების დასრულების შემდეგ მივიღებთ ევროსტანდარტების შესაბამის ენერგოეფექტურ შენობას.

Leave a Reply