ტრენინგი ბაღების თანამშრომლებისთვის

ქ. რუსთავში, ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, რუსთავის მერიის თანადაფინანსებით, “მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრი” ახორციელებს პროექტს – “ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებისა და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით”.

პროექტით გათვალისწინებულია ქ. რუსთავის მე -6, მე -40 და 41-ე საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება მე -6 და მე -40 საბავშვო ბაღებში.

საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებლებმა ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგები და შეასწავლეს გათბობისა და ცხელი წყლის, მზის კოლექტორების, ელექტროგაყვანილობების ახალი სისტემების ექსპლუატაცია. ამის შემდეგ საბავშვო ბაღების პერსონალი დამოუკიდებლად შეძლებს ახალი ენერგოეფექტური სისტემების მოხმარებას.

Leave a Reply