ბაღების ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დასრულდა

ქ. რუსთავის №6 და №40 საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა.

მეორე ეტაპის ფარგლებში შენობის გარე ფასადის თერმული
მოდერნიზაცია განხორციელდა, რაც პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებთან ერთად  სრულიად განახლებულ, ევროპული სტანდარტების, ენერგოეფექტურ შენობას მოგვცემს. ევროკავშირის დაფინანსებითა და რუსთავის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტი – „ქ. რუსთავში სამი საბავშო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია“ , რომელსაც მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი ახორციელებს, ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმარება მიაღწიოს ენერგოეფექტურობის მაღალ სტანდარტებს, გაზარდოს ენერგოუსაფრთხოება, გააუმჯობესოს მდგრადობა და შეამციროს ენერგიის მოხმარება და ნახშიორჟანგის ემისიები.

Leave a Reply