ქ. რუსთავის 41-ე საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ამა წლის ზაფხულში იგეგმება

ქალაქ რუსთავის 41-ე საბავშვო ბაღი არის მესამე ბაღი რუსთავში, რომლის ენერგოეფექტურ რეკონსტრუქციას “მდგრადი განვითარების და პოლიტიკის” (SDAP) ცენტრი, ევროკავშირისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, პროექტის – “ქ. რუსთავში, სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ – ფარგლებში, მიმდინარე წლის ზაფხულში განახორციელებს.

ცენტრმა ქ. რუსთავის მე-6 და 40-ე საბავშვო ბაღების სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, წარმატებით დაასრულა. მსგავსი ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პროექტი შენობებში, საქართველოში პირველად განხორციელდა.

Leave a Reply