მიმდინარე წლის 7 ივლისს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში, „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, ევროკავშირის პროექტის – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ – ფარგლებში, ბათუმის და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორმა, პროექტის მენეჯერმა, კარინე მელიქიძემ, ისაუბრა პროექტის ფარგლებში უკვე შესრულებული და ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ასევე პროექტის ოფიცერმა, გიორგი ლეკვეიშვილმა ისაუბრებსა იმ თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც პროექტის ფარგლებში დაინერგა ქ. რუსთავის საბავშვო ბაღებში. შეხვედრის მიზანი ქ. ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის გამოცდილების გაზიარება და მათი ენერგოეფექტური პროექტებით დაინტერესება იყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
„მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი“, პროექტს ევროკავშირისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტის (CoMDeP) ფარგლებში, ახორციელებს.
პროექტის მიზანია ქ. რუსთავში №6, №40 და №41 საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, რაც შენობების თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებს:
- ენერგოეფექტური კარ-ფანჯრების დამონტაჟება თბოსაიზოლაციო ფირებით;
- ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების მონტაჟი მზის კოლექტორებთან კომბინაციაში;
- მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის ფირფიტოვანი რეკუპერატორის დამონტაჟება;
- ახალი ელექტროტექნიკური სისტემის მონტაჟი ლუმინისცენტური სანათებით;
- შენობის გარე კონსტრუქციების (კედლების, სახურავის, იატაკის, სარდაფის ჭერის) თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნება.
ამ ეტაპზე ქ. რუსთავის #6 და #40 საბავშვო ბაღების სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია დასრულებულია და მიმდინარეობს #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, რომელიც ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.