SDAP ცენტრი გთავაზობთ ენერგო-ეფექტურობის შესაძლებლობების შეფასებას შენობაში ენერგიის ნაკადებთან სისტემატური მიდგომითა და მათი განხილვით, როგორც ცალკეული თბო ერთეული.
ჩვენ უზრუნველვყოფთ უმაღლეს ენერგოეფექტურობის ღონისძიებათა სრულ სპექტრს სამშენებლო სექტორში ვაანაზილებთ რა ენერგოეფექტურობის სტანდარტებს და ვადარებთ შენობის აგებულების მაჩვენებლებს საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ ზონაში. ჩვენ ვატარებთ ენერგოაუდიტს, ვქმნით შენობების ენერგოპასპორტებს, ვმონაწილეობთ ახალი შენობებისა და/ან არსებულის განახლების დიზაინის პროცესში. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ მომხმარებლებს უზრუნველვყოფთ შენობებში ენერგომომარაგების უახლესი გზებით, რომლებიც ზრდიან ენერგოეფექტურობას და ამცირებენ ენერგომოხმარებას, რაც ფინანსური მოგების საწინდარია. ჩვენ შეგვიძლია ეს საზომი ტექნიკები გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის შენობაში, როგორებიცაა საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, სკოლები და სხვა ტიპის საზოგადოებრივი კონსტრუქციები.. საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, SDAP ცენტრის ექსპერტებმა შეაფასეს დღესდღეობით არსებული მშენებლობის პრაქტიკა და სამშენებლო ინდუსტრიისთვის შეიმუშავეს რეკომენდაციები ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
SDAP ცენტრი გთავაზობთ მხარდაჭერასა და კვლევას იმისათვის, რომ უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის გამოყენების სტიმულირება ყველა დონეზე დანერგვის ეტაპის ჩათვლით. ამგვარად, ჩვენს პროფესიონალურ ინტერესშია ყველა განახლებადი ენერგიის წყარო – მზის, გეოთერმული, ქარუს ენერგია, ბიომასა, მინი ჰიდრო-ენერგია, ასევე მათთან დაკავშირბული გარემოს და სოციო-ეკონომიკური ასპექტები.
ტექნოლოგიური კვლევის გარდა, ჩვენი ორგანიზაცია ატარებს უმაღლესი დონის მეცნიერულ საქმიანობებს, როგორიცაა: ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროებისა და გარემოს მდგომარეობების შეფასება დაგეგმილი გამოსაყენებელი ტექნოლოგიისთვის ბაზრის შეფასება არსებული განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მსგავსი კომერციული კომპონენტებისა და აღჭურვილობის/სისტემების მწარმოებლების გადათვალიერება.
SDAP ცენტრის მოვალეობები ენერგო-მენეჯმენტის კომპონენტში:
SDAP ცენტრს აქვს დიდი გამოცდილება და ცოდნა მდგრადი ენერგიის/გარემოს პოლიტიკის ფორმირების სფეროში.
ჩვენს ცოდნას ვთავაზობთ მთავრობის წარმომადგენლებს და ვეხმარებით მდგრადი ენერგიის/გარემოს პოლიტიკის ჩამოყალიბებაში სამუშაო ინსტრუმენტების დახმარებით ენერგო-ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების მხრივ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, SDAP ცენტრი პასუხისმგებელია ამ უნივერსიტეტის კურიკულუმის გაუმჯობესებაზე ენერგო-აუდიტისა და ენერგო-მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით. პროექტ NATELI-ის მხარდაჭერით, SDAP ცენტრი მუშაობს: