ქ. რუსთავის მე-40 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დაიწყო

ევროკავშირის პროექტის – “ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებისა და ნახშიროჟანგისემისიების შემცირების მიზნით” ფარგლებში, რუსთავში # 40 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დაიწყო.

პროექტის მეორე ეტაპით გათვალისწინებულია მთლიანი შენობის გარე კონსტრუქციების: კედლების, სახურავის და სარდაფის ჭერის მინერალური ბამბითდათბუნება, რაც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებას და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირებას.

,, პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 808 765 ევროს შეადგენს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების წილი კი ამ თანხის 20% -ია.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია ,, გოლფსტრიმი “შეასრულებს.

ამ ეტაპზე მე -40 ბაღში ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც საბავშვო ბაღში გათბობისა და ცხელი წყლისმომარაგების სისტემების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის, ახალი ელექტროტექნიკური სისტემის,ენერგოეფექტური ფანჯრების დამონტაჟებას გულისხმობს.

მე -40 საბავშვო ბაღის შენობის სრული ენერგოეფექტური რეაბილიტაცის პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს, ხოლო მეორე ეტაპი ოქტომბერშიდასრულდება.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით და დაფინანსებით, ასევე რუსთავის მერიის თანადაფინანსებით, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრიახორციელებს.

ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დასრულებულია ქ. რუსთავის # 6 საბავშვო ბაღში. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ქ.რუსთავის 41 -ე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქციაც.

Leave a Reply