რუსთავის 41-ე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია დასრულდა

რუსთავის N41 საბავშვო ბაგა-ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია დასრულდა. ახლად რეაბილიტირებული ბაღის შენობა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღლაკელიძემ, ქალაქის მერის მოადგილემ, დავით ლობჟანიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა: ნინო ლომიძემ, გოჩა შავაძემ და ,,მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის’’ დირექტორმა კარინა მელიქიძემ დაათვალიერეს.

ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ა(ა)იპ „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, 2015-2017 წლებში, ევროკავშირისა და, მერების შეთანხმების „სადემონსტრაციო პროექტების“ (CoMDeP) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, განახორციელა პროექტი – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“.

808 765 ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქ რუსთავში #6, #40 და #41 საბავშვო ბაღების თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და სისტემებით აღჭურვას, ევროკავშირმა 646 527, ხოლო რუსთავის მერიამ 162 238 ევროთი დაააფინანსა.

პროექტის ფარგლებში სამივე ბაღში დამონტაჟდა ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა თბოსაილოზაციო ფირებით, ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემები (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო და ახალი ელექტროტექნიკური სისტემები, მოხდა შენობის გარე კონსტრუქციების)კედლების, სახურავის, იატაკის, სარდაფის, ჭერის) თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნება.

#6, #40 და #41 საბავშვო ბაღებში დანერგილი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქალაქს დაეხმარება „მერების შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებაში, ბაღის აღსაზრდელებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და გადასახადების შემცირებაში.

Leave a Reply